29 ნოემბერი, 2014

ჯონ გალიანო დაბრუნდა

20დიზაინერი ჯონ გალიანო მოდის სამყაროში ბრუნდება. 54 წლის მემოდელე 2015 წელს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პოდიუმზე საკუთარ კოლექციას წარმოადგენს. ამ ჩვენებაზე გალიანო ბელგიური ავანგარდული სახლის მეისონ მარტინ მარგიელას კრეატიული დირექტორის რანგში წარსდგება.

ჯონ გალიანო ავანგარდის მეფედ არის აღიარებული. მისი კოლექციები ყველაზე თვითმყოფადი და მკვეთრია. ის ოთხჯერ დასახელდა წლის საუკეთესო დიზაინერად, თუმცა როგორც თვითონ ამბობს, სიურპრიზები ჯერ არ დასრულებულა.

მისი სახელი ბოლო პერიოდში საკმაოდ სკანდალურად გაჟღერდა. ჯონ გალიანო მოდის სახლმა “დიორმა” ანტისემიტური განცხადებების გამო დაითხოვა. ასეთი სკანდალის მიუხედავად, ოსკარ დე ლა რენტამ ჯონ გალიანო მიიწვია შემოდგომა-ზამთრის ახალ კოლექციაზე სამუშაოდ. 2014 წელს კი ბელგიურმა ავანგარდულმა სახლმა მეისონ მარტინ მარგიელამ დიზაინერს კრეატიული დირექტორის თანამდებობა შესთავაზა.

2015 წელს ჯონ გალიანო მეისონ მარტინ მარგიელას სახელით ქალისა და მამაკაცის ახალ კოლექციას წარადგენს.