25 ნოემბერი, 2014

ჯასთინ ბიბერი ყველაზე მდიდარია

21გოგონების გულთამპყრობელი მომღერალი ჯასთინ ბიბერი ყველაზე მდიდარი მომღერალია. ჟურნალმა “ფორბსმა” გამოაქვეყნა იმ ცნობადი სახეების სია, ვინც ყველაზე მდიდარია და თანაც მათი ასაკი 30 წელს არ აღემატება.

რეიტინგებში პირველი ადგილი არავის დაუთმო 20 წლის ჯასთინ ბიბერმა, რომელმაც 2013 წლის ივნისიდან 2014 წლის ივნისამდე 80 მილიონი დოლარი დააგროვა.

მეორე ადგილზე ჯგუფი “უან დირექშენი” აღმოჩნდა 75 მილიონი დოლარით.

მესამე ადგილი ტეილორ სვიფტს ერგო 64 მილიონი დოლარით.

მეოთხე ადგილზე 29 წლის ბრუნო მარსია 60 მილიონი დოლარით.

მეხუთე ადგილი  დაიკავა რიანამ 48 მილიონი დოლარით.

მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა მაილის საირუსი 36 მილიონი დოლარით.

მეშვიდე ადგილი მიენიჭა 23 წლის ჯენიფერ ლოურენსს 34 მილიონი დოლარით.

მერვე ადგილზე 28 წლის ლედი გაგაა 33 მილიონი დოლარით.

მეცხრე ადგილი 24 წლის შვედ დიჯეის ავიჩის ერგო 28 მილიონი დოლარით.

მეათე ადგილი კი მუსიკოსმა სკირლექსმა მოიპოვა 18 მილიონი დოლარით.