ირაკლი ჩარკვიანს ძეგლს დაუდგამენ

4ირაკლი ჩარკვიანს თბილისში დედაენის ბაღში ძეგლს დაუდგამენ. სკულპტურის ავტორები არტისტები როკო ირემაშვილი და ვალო იმერლიშვილი არიან.

ძეგლი სავარაუდოდ თებერვალში გაიხსნება. მის სიახლოვეს განთავსდება სკამები, სადაც მსურველებს ყურსასმენებით ირაკლი ჩარკვიანის მუსიკისა და ლექსების მოსმენის შესაძლებლობა ექნებათ.

„შიგნით იქნება ინტეგრირებული  ემპე 3 პლეერები, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება თავისი ყურსასმენის შეერთება და მუსიკის ან ტექსტების მოსმენა,” – აცხადებს სკულპტურის ავტორი როკო ირემაშვილი.

ირაკლი ჩარკვიანის ძეგლი უჟანგავი ფოლადისგან დამზადდება და დაახლოებით 3 მეტრი სიგანის და 2 მეტრი სიმაღლის იქნება.