19 ნოემბერი, 2014

ირაკლი ჩარკვიანს 53 წელი შეუსრულდებოდა

219 ნოემბერი ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა. მას 53 წელი შეუსრულდებოდა.

მეფის დაბადების დღესთან დაკავშირებით, გამომცემლობა “ინტელექტი” კინოთეატრი “ამირანი” და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტი “ჩემი წიგნი” გიწვევთ კინოთეატრ “ამირანის: მე-3 დარბაზში ირაკლი ჩარკვიანის რომანის “მშვიდი ცურვა” მიხედვით გადაღებული ფილმის ჩვენებაზე.

კინოჩვენების პარალელურად გაიმართება ირაკლი ჩარკვიანის აქამდე უცნობი ფოტოების გამოფენა. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.