ია ნინიძეს ვარსკვლავს გაუხსნიან

ია ნინიძეს ვარსკვლავს გაუხსნიანმსახიობსა და მომღერალს ია ნინიძეს თბილისში ვარსკვლავს გაუხსნიან. როგორც კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი აცხადებს, ვარსკვლავის გახსნა მომავალი წლისთვის ფილარმონიის წინ არის დაგეგმილი. ია ნინიძე უკვე წლებია, რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ის პოპულარული გახდა გიორგი შენგელაიას გახმაურებული ფილმიდან ”ვერის უბნის მელოდიები”, სადაც თამროს როლს ასრულებდა. ის მაია კანკავასთან ერთად ბუბა კიკაბიძის გმირის მედროგე პავლეს შვილია. მის კინოკარიერაში არის გამორჩეული როლები, თუმცა თენგიზ აბულაძის ფილმი ”მონანიება” მისი კინოკარიერის ხანგრძლივი პაუზის დასაბამად იქცა. ამ ფილმის შემდეგ ია ნინიძე რეჟისორებს წლების განმავლობაში ფილმებში არ გადაუღიათ. რუსუდან ჭყონია აღმოჩნდა ის ქართველი რეჟისორი, რომელმაც ია ნინიძე თავის ფილმში დააკავა. ”გაიღიმე” – ასე ჰქვია ფილმს, რომელშიც მასთან ერთად ია სუხიტაშვილი, მაკა ჩიჩუა, შორენა ბეგაშვილი მონაწილეობენ.

ია ნინიძის ვარსკვლავის გახსნა წელს შემოდგომაზე იყო დაგეგმილი, თუმცა გარკვეული მიზეზები გამო მომავალი წლისთვის გადაიდო.