24 ნოემბერი, 2014

ჰიუ ჯეკმანი მიუზიკლში ითამაშებს

13ავსტრალიელი და ამერიკელი ტელე-კინო მსახიობი და პროდიუსერი ჰიუ ჯეკმანი მიუზიკლში ითამაშებს. ფილმს “დედამიწის უდიდესი შოუმენი” ჰქვია და მისი გადაღებები მომავალი წლის ზაფხულშია დაგეგმილი.

მიუზიკლს სტუდია “ვორნერ ბრაზერსი” იღებს, ფილმის რეჟისორად კი ჯერ კიდევ სამი წლის წინ შერჩეული იქნა რეჟისორი მაიკლ გრესი, თუმცა ამ დროისთვის უცნობია, დარჩება თუ არა ფილმის რეჟისორად ის.

ფილმის შექმნის იდეა ეკუთვნის “ოსკარის” პრემიის ლაურეატს ბილ კონდონს. ფილმის მთავარი გმირი ცნობილი ამერიკელი ფინეას ტეილორ ბარნუმაა, რომელიც რომელიც თანამედროვე შოუბიზნესის დამფუძნებლად არის მიჩნეული.

მიუზიკლში მონაწილეობის გარდა, ჯიუ ჯეკმანს ასევე მონაწილეობას მიიღებს ფანტასტიკური ჟანრის ფილმში “ჩაპი” და პიტერ პენის ისტორიის ეკრანიზაციაში.