როიტერის ინფორმაციით, ჰიტლერის მიერ აკვარელში შესრულებული ნახატი აუქციონზე გაიყიდება, რმოელიც 1914 წელს არის დახატული. ნახატის საწყისი ფასია 4.500 ათასი ევრო. გაყიდვიდან შემოსული თანხის 10 პროცენტი ქველმოქმედებას მოხმარდება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დიქტატორის ნახატი აუქციოზე გადის გასაყიდად. ჰიტლერის სხვა ხუთი ნახატი აუქციონზე 80 ათას ევროდ გაიყიდა.
გამოითქვა ვარაუდი, რომ ამ აუქციონზე ნახატის ფასი 50.000 ევროს მიაღწევს. აუქციონერ ქეთრინ ვაილდერის თქმით, ჰიტლერის ნახატი „სამოქალაქო რეესტრი და მიუნხენის ძველი ქალაქის დარბაზი“ 2.000-იდან ერთ-ერთია იმ სერიიდან, რომელიც ჰიტლერმა 1905-1920 წლებში შექმნა, როდესაც სურდა მხატვარი გამხდარიყო.
„ეს ისტორიული ნახატია“, – აცხადებს ვაილდერი იმ კრიტიკის საპასუხოდ, რომ ნაციზმის დიქტატორის ნამუშევრის აუქციონზე გატანა უგემოვნობაა.
აუქციონერის თქმით, ნახატმა მრავალი ქვეყნიდან მყიდველების დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა აუქციონის დღეს უშუალოდ შოურუმში რამდენი მსურველი გამოცხადდება, ჯერჯერობით უცნობია.
ჰიტლერი თავის ავტობიოგრაფიულ ნაშრომში, „ჩემი ბრძოლა“, გულგატეხილი წერდა, რომ მხატვრად გახდომის სურვილი ვენის სახვითი ხელოვნების აკადემიის უარის მიღების შემდეგ მასში საბოლოოდ ჩაკვდა.