18 ნოემბერი, 2014

გოგი ალექსი-მესხიშვილმა თეატრალური მხატვრობის სკოლა გახსნა

22თეატრის ცნობილმა მხატვარმა გოგი ალექსი-მესხიშვილმა თანამედროვე თეატრალური მხატვრობის სკოლა გახსნა, რომელიც რუსთაველის თეატრთან, კულტურის სამინისტროს დაფინანსებით დაარსდა. ზაფხულში ჩატარდა მისაღები გამოცდები, ასევე გამოცხადდა კონკურსი პედაგოგების ვაკანსიებზე, რის შედეგადაც შეირჩა მაღალკვალიფიცირებული კადრები და სკოლაში ჩაირიცხა ნიჭიერი ახალგაზრდები.

გოგი ალექსი-მესხიშვილის სახელოსნოში სწავლის პროცესი 2 წლიანია და უფასოა. ისწავლება სამ განზომილებაში ხატვა, ხაზვა, მოდელთან მუშაობა, ტექნიკური თეატრი, ბიუჯეტზე მუშაობა. წელიწადში იქნება 5-6, შეიძლება უფრო მეტი პროექტი განსახორციელებელი. როცა  სტუდენტები დაამთავრებენ, იქნებიან პროფესიონალები და შეძლებენ საზღვარგარეთაც მუშაობას. არ არის აუცილებელი იმუშაონ თეატრში, შეიძლება წავიდნენ კინოში და სხვაგან. პროექტები იქნება ისეთი არჩეული, რომ გაიარონ სპეციფიკა როგორც ოპერის, დრამატული თეატრის, ასევე სხვების.  იმედია რომ ჩვენ ქვეყანას ეს სახელოსნო ბევრ პროფესიონალს შესძენს.

სახელოსნოში გოგი ალექსი-მესხიშვილი საკუთარი სისტემით ასწავლის, რომელსაც იგი დარმუტის კოლეჯში (ა.შ.შ) 20 წლის განმავლობაში იყენებდა და ამერიკულმა უნივერსიტეტებმა იგი საუკეთესო პედაგოგად დაასახელეს.