30 ნოემბერი, 2014

გიორგი ონიანი: “ვერ ხვდებით ხალხო, რომ რყვნით მომავალ თაობას?”

4– ვერ ხვდებით ხალხო, რომ რყვნით მომავალ თაობას? თუ ამას შეგნებულად აკეთებთ, კიდევ უარესი. ასეთი იაფფასიანი და დაბალი დონის მე არაფერი მინახავს! – ასე ეხმაურება მსოფლიოში ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი გიორგი ონიანი სერიალს “ჩემი ცოლის დაქალები”:

“შემთხვევით გადავრთე “ჩემი ცოლის დაქალებზე” (რა, სად, როდის მოლოდინში)… ასეთი ამაზრზენი არაფერი მინახავს. არც ცენზურა არსებობს, არც ეთიკა, არც ნამუსი. უკულტურობის და ბილწსიტყვაობის პროპაგანდაა ეგ სერიალი.

ვერ ხვდებით ხალხო, რომ რყვნით მომავალ თაობას? თუ ამას შეგნებულად აკეთებთ, კიდევ უარესი. ასეთი იაფფასიანი და დაბალი დონის მე არაფერი მინახავს. ქუჩაა თუ ტელევიზია? ეს მარაზმი ქუჩაშიც საკმარისზე მეტად ხდება და გვესმის…

რეიტინგების და ყურებადობის გამო სინდისი არ უნდა გაყიდო.”