გიორგი ლაღიძის გამოფენა თიბისი გალერეაშია

16თანამედროვე ქართველი მხატვრის გიორგი ლაღიძის პერსონალური გამოფენა თიბისი გალერეაშია. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის მიერ ბოლო 5 წლის მანძილზე შექმნილი 20-მდე ნამუშევარი. ეს კვიპროსში 20 წელზე მეტ ხანს მოღვაწე ქართველი მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენაა საქართველოში დაბრუნების შემდეგ.

გიორგი ლაღიძემ 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია თეატრალური მხატვრობის მიმართულებით ცნობილი სცენოგრაფის ფარნაოზ ლაპიაშვილის ხელმძღვანელობით. თავისი სპეციალობით იგი დაოსტატდა მხატვარ გია ეძგვერაძესთან სახელოსნოში სწავლისას. გიორგი ლაღიძის ფერწერული ნამუშევრები, კოლაჟები, კონცეპტუალური ხელოვნების საინტერესო ნიმუშები, მედია-არტი, პერფორმანსები და ჰეპენინგები მუდმივად იზიდავს მაყურებელს.

მხატვრის მიერ, სასურათე სიბრტყეზე სხვადასხვა მასალის ოპერირებით შემოთავაზებული ეს ფრაგმენტული ესთეტიკა ძალზე დამაჯერებლად გადმოსცემს თანამედროვე რეალობის ხშირად აბსურდამდე მისულ ალოგიზმს.

თიბისი გალერეაში გამოფენილი ექსპოზიციის ნაწილი ძირითადად კოლაჟებისგან შედგება. გამოფენა 25 ნოემნრამდე გაგრძელდება.