გია ჯაჯანიძე კუბოში ჩაწვა

7ფსიქოლოგი და ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე კუბოში ჩაწვა იმის გასაგებად, მოკვდა თუ არა ქართული შუობიზნესი. ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ის შეეცდება თავის ახალ გადაცემაში “სხვა რაკურსი”, რომელიც პირველად “იმედის” ეთერში 20 ნოემბერს, ხუთშაბათს 22 საათზე გავა.
პირველ გადაცემაში გია ჯაჯანიძის სტუმრები იქნებიან ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები. როგორც გადაცემის წამყვანი აანონსებს, ყოველ ხუთშაბათს მისი გადაცემის მაყურებელი ტაბუდადებულ თემებსა და სკანდალურ საკითხებს მასთან და მის სტუმრებთან ერთად მიმოიხილავს.