საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გეგუთის სასახლეზე განათების სისტემა დამონტაჟდა. ძეგლის კონსერვაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები წელს დაიწყო. ამ დროისთვის, გეგუთის სასახლის ტერიტორია მთლიანად გაწმენდილია ეკალბარდებისგან და სხვა მავნე მცენარეებისგან.
გეგუთის განვითარების პროექტი 2015 წელს გაგრძელდება.