30 ნოემბერი, 2014

ეთერ კაკულიას ვარსკვლავი გაუხსნეს

3მომღერალ ეთერ კაკულიას თავის დაბადების დღეზე თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ საზეიმო ვითარებაში ვარსკვლავი გაუხსნეს. ვარსკვლავის გახსნამდე ჩატარდა მომღერლის შემოქმედებისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელშიც მისმა კოლეგებმა იუბილარის სიმღერები იმღერეს. იუბილარს დაბადების დღეს მიულოცა და მსმენელის წინაშე წარდგა მომღერალი ნანი ბრეგვაძეც.

ვარსკვლავის გახსნა 29 ნოემბერს ეთერ კაკულიას დაბადების დღეზე დაიგეგმა. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. ქართული ესტრადის გამორჩეული მომღერალი სცენაზე უკვე 50 წელია მოღვაწეობს. კონცერტის შემდეგ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მომღერლის ვარსკვლავი გაიხსნა. ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.