27 ნოემბერი, 2014

ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზური და ოსური სტენდები გაიხსნება

7საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში უახლოეს მომავალში აფხაზური და ოსური სტენდები გაიხსნება. ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე ავრცელებს:

“ძალიან მალე ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციული შენობის შემოსასვლელში სტუმარს დახვდება აფხაზური და ოსური ღია საბიბლიოთეკო სტენდები, რომელიც მალე შეივსება შესაბამისი ლიტერატურით. ეს არის ჩვენი გზავნილი, რომ აფხაზებს და ოსებს აქვსთ საკუთარი ენა და ლიტერატურა და რომ ისინი საქართველოს ფარგლებში არიან.”