23 ნოემბერი, 2014

ერლომ ახვლედიანს 81 წელი შეუსრულდებოდა

9მწერალს და კინოდრამატურგს ერლომ ახვლედიანს 81 წელი შეუსრულდებოდა. ის ორი წლის წინ 79 წლის ასაკში გარდაიცვალა და დიდებუის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

ერლომ ახვლედიანის შემოქმედება ყოველთვის აქტუალურია მკითხველში. თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ უმაღლესი სასცენარო კურსები გაიარა მოსკოვში, იყო კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების ინსპექტორი, საქართველოს ტელე-რადიოკომიტეტის მხატვრული ტელეფილმების სტუდიის უფროსი რედაქტორი, „ქართულ ფილმთან“ არსებული მწერალთა შემოქმედებითი გაერთიანების წევრი, სატელევიზიო ფილმების სტუდიის უფროსი რედაქტორი, თეატრალური ინსტიტუტის სასცენარო ჯგუფის პედაგოგ-ხელმძღვანელი. არის ავტორი წიგნებისა „ზარმაცი თაგუნას ამბავი“, „ვანო და ნიკო“. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე მიენიჭა ლიტერატურული პრემია „საბა“ საუკეთესო რომანისთვის „კოღო ქალაქში“.

ერლომ ახვლედიანი ავტორია არაერთი ქართული ფილმის სცენარისა “ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა”, “ცხელი ზაფხულის სამი დღე”, “არასერიოზული კაცი”, “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”, “ივანე კოტორაშვილის ამბავი”, “ფიროსმანი”, “უსახელო უფლისციხელი”. ის გადაღებულია ფილმებშიც.

ერლომ ახვლედიანის ნაწარმოებები თარგმნილია და გამოქვეყნებულია რუსულ, სომხურ, ჩეხურ, გერმანულ,უნგრულ და არაბულ ენებზე.