22 ნოემბერი, 2014

ერისიონმა ხეები დარგო

6სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის “ერისიონი” წევრებმა თბილისის საშემოდგომო რგვების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და თემქის დასახლების მესამე და მეთერთმეტე მიკრორაიონების შემაერთებელ გზაზე ხეები დარგეს.

დედაქალაქის გამწვანების ფარგლებში 100 ძირი ჰიმალაური კედრის ნერგი დაირგო. გამწვანების აქციაში “ერისიონთან” ერთად მონაწილეობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ მიიღეს.