26 ნოემბერი, 2014

ენიო მორიკონეს თბილისში ვიზიტი ჩაიშალა

3იტალიელი კომპოზიტორისა და დირიჟორის ენიო მორიკონეს ვიზიტი თბილისში ჩაიშალა. ამის მიზეზი 86 წლის ხელოვანისთვის ექიმების რეკომენდაცია გახდა. მედიკოსებმა მას ფრენა აუკრძალეს. მორიკონეს ჩამოსვლა საქართველოში აპრილში იგეგმებოდა.

ენიო მორიკონე გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კომპოზიტორად მიიჩნევა. ის თანამშრომლობდა მსოფლიოში ცნობილ კინორეჟისორებთან. მან ფილმებისთვის 500-ზე მეტი სიმღერა დაწერა. კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის მორიკონეს ოსკარის პრემია მიენიჭა.