25 ნოემბერი, 2014

ელისო ვირსალაძე ბათუმში დაუკრავს

3ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე ბათუმში კონცერტს გამართავს. ღონისძიება ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში 11 დეკემბერს გაიმართება.

კონცერტში პიანისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი. კონცერტს დირიჟორი დავით მუქერია უდირიჟორებს.

საკონცერტო პროგრამაშია შუმანის საფორტეპიანო კონცერტი და ბეთყჰოვენის პირველი სიმფონია.