27 ნოემბერი, 2014

დიანა ღურწკაია პროკურატურაში ჩივის

6მომღერალი დიანა ღურწკაია რუსეთის გენერალურ პროკურატურაში ჩივის. ამის მიზეზი უსინათლო მამაკაცის უფლებების დარღვევაა, რომელიც ერთ-ერთ სასტუმროში სამსახურში მხოლოდ იმიტომ არ მიიღეს, რომ ის ბრმაა.

დიანა ღურწკაია რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრია და მისთვის ადამიანების უფლებების დაცვა ერთ-ერთი უმთავრესია:

“ყველა ადამიანს აქვს თანაბარი შესაძლებლობები და მათი სამსახურში მიღება-არმიღება მხოლოდ მის ფიზიკურ მდგომარეობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, თანაც მაშინ, თუ ეს მდგომარეობა მას მუშაობაში საერთოდ არ უშლის ხელს. მოვითხოვ რუსეთის გენერალური პროკურატურისგან ჩაატარონ შესაბამისი მოკვლევა და მოახდინონ დროული რეაგირება რუსეთის შრომითი კოდექსის დარღვევაზე. ასევე მოვითხოვ შეწყდეს ადამიანების დისკრიმინაცია ინვალიდობის მიზეზით.”