29 ნოემბერი, 2014

დღეს ზაზა ლებანიძის დაბადების დღეა

777729 ნოემბერი რუსთაველის თეატრის მსახიობის ზაზა ლებინიძის დაბადების დღეა. მსახიობს 79 წელი შეუსრულდა.

რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, ზაზა ლებანიძე სხვადასხვა წლებში მუშაობდა სოხუმის ქართული თეატრის, მარჯანიშვილის თეატრის, რუსთავის თეატრის დასში. 1975 წლიდან ის რუსთაველის თეატრის მსახიობია.

საქართველოს დამსახურებული არტისტი ამჟამადაც დაკავებულია გოჩა კაპანაძის სპექტაკლში “მოხუცი ჯამბაზები”. ის ასევე მონაწილეობდა წარმოადგენაში “მზის დაბნელება საქართველოში”, თუმცა რობერტ სტურუამ ეს სპექტაკლი რუსთაველის თეატრის რეპერტუარიდან მოხსნა.