დღეს უშანგი ჩხეიძის დაბადების დღეა

6628 ნოემბერი ცნობილი ქართველი მსახიობის უშანგი ჩხეიძის დაბადების დღეა. მას 116 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს სახალხო არტისტი, რომელიც განსაკუთრებულად შეიყვარა ქართველმა მაყურებელმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა, პარალელურად მეცადინეობდა რეჟისორ გ. ჯაბადარის თეატრალურ სტუდიაში. თავდაპირველად მონაწილეობდა მუშათა თეატრების წარმოდგენებში. 1920 წლიდან მუშაობდა თბილისის ქართული დრამის, ხოლო 1921 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრში.
მან წარმატებით შეასრულა როლები სხვადასხვა სპექტაკლებში, თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია, მის მიერ შესრულებული ჰამლეტის როლი და საყოველთაო აღიარებაც მოიპოვა როგორც მაღალნიჭიერმა დრამატულმა მსახიობმა. იგი სხვა მსახიობებთან ერთად გადავიდა ახლად დაარსებულ თეატრში, რომელსაც 1933 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელი მიენიჭა. უშანგი ჩხეიძე ჯერ ქუთაისში, ხოლო 1930 წლიდან თბილისში მოღვაწეობდა. აქ კოტე მარჯანიშვილის დადგმებში საკმაოდ მაღალმხატვრულად შეასრულა შემდეგი მისთვის განკუთვნილი როლები. გამორჩეულად აღსანიშნავია ურიელ აკოსტა, სადაც მისი სამსახიობო ნიჭი კიდევ უფრო ნათლად წარმოჩინდა. უშანგი ჩხეიძე, როგორც მსახიობი, გამოირჩეოდა მგზნებარე ტემპერამენტით, განცდის სიმართლით, არაჩვეულებრივი სცენური მომხიბვლელობით და ფართო არტისტული დიაპაზონით. მისი შემოქმედება მაყურებელს ხიბლავდა ვაჟკაცური ტონით, გმირული სულისკვეთებით, იუმორით. ის თანაბარი წარმატებით ასრულებდა ტრაგიკულ და კომიკურ როლებს. მისი პიესა “გიორგი სააკაძე” იდგმებოდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე. თეატრის პარალელურად, უშანგი ჩხეიძეს ქართულ ფილმებშიც იღებდნენ. მან დაწერა წიგნები “კოტე მარჯანიშვილი ც რეჟისორი და მასწავლებელი”, “მოგონებები და წერილები”.
უშანგი ჩხეიძე 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.