23 ნოემბერი, 2014

დღეს გიორგობაა

1523 ნოემბერს მართლმადიდებული სამყარო გიორგობის ბირწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევნილება.

გიორგობა ქრისტიანული წმინდანის, გიორგი კაპადოკიელის სახელობის დღეობაა. საეკლესიო კალენდრის მიხედვით, ის აღინიშნება წელიწადში ორჯერ – 23 ნოემბერს მის ბორბალზე წამების დღეს და 6 მაისს, მისი გარდაცვალების დღეს. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში 303 წელს აღესრულა.

საქართველოში ხალხური გიორგობა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სახელწოდებით იმართებოდა, ქართლში მას გერისთობა, უსანეთობა, ატოცობა ერქვა, კახეთში ალავერდობა, თეთრი გიორგობა, სამეგრელოში ილორობა და ა.შ.

ჩვენს ქვეყანაში არსებობდა წმიდა გიორგის სახელობის 363 ტაძარი და სამლოცველო. ლეგენდის მიხედვით, წმიდა გიორგის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა მისი სხეული დაანაწილა და ქვეყანაზე მიმოაბნია. ყველგან, სადაც ეს ნაწილი მოხვდა, სალოცავები დააწესა.

კახეთში 14 აგვისტოს იმართებოდა აწყურის თეთრი გიორგის დღეობა: ხალხი სამგზის ან შვიდგზის შემოუვლიდა გალავანს, გუნდი დიდებას გალობდა. ეკლესიის ეზოში ცეკვავდნენ თეთრად მორთული „ხატის მონები“. ზოგი ხატის უღლებითა და მძიმე ჯაჭვით დატვირთული ჩოქვით შემოუვლიდა ტაძარს და კედლებზე ანთებულ სანთელს აკრავდა. კარის ზღურბლზე წვებოდა „ხატის მონა“, რომელსაც ყველა შემსვლელი ფეხს ადგამდა. წირვის შემდეგ იკვლებოდა შეწირული საქონელი, ფრინველი, იმართებოდა პურობა, რომელიც ხშირად რამდენიმე დღე გრძელდებოდა.

სამეგრელოში, სუჯუნის ტაძარში, 23 აპრილის ღამეს ათევინებდნენ საპატიო კაცს, რომელიც მეორე დილით წმინდანის „ნებას“ აცნობდა ტაძართან შეკრებილ მორწმუნეებს.

“არტ ინფო” ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, მრავალს დაგასწროთ უფალმა!