27 ნოემბერი, 2014

დღეს ბრუს ლის დაბადების დღეა

927 ნოემბერი ბრუს ლის დაბადების დღეა. მას 74 წელი შეუსრულდებოდა. ბრუს ლის ნამდვილი სახელი და გვარია ლი ჯუნ ფენი, ის ჩინელი კუნგ ფუს ოსტატი, ფილოსოფოსი, მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი მიმდინარეობის ჯიტ კუნ დოს დამაარსებელი და XX საუკუნის ყველაზე გავლენიანი და სახელოვანი საბრძოლო ხელოვნების ოსტატი გადაღებულია 36 ფილმში.

ჰონ კონგში ხოლო შემდგომ უკვე ჰოლივუდში მისი მონაწილეობით გადაღებულმა ფილმებმა 70-იან წლების ამერიკაში დიდი ინტერესი გამოიწვია და ჩინური საბრძოლო ხელოვნება პოპულარული გახადა. ბრიუს ლის მშობლები და ოჯახის მეგობრები ადრეული ასაკიდან ზრუნავდნენ მის სამსახიობო კარიერაზე. სან-ფრანცისკოში ის გადაიღეს ერთ-ერთი კინოფილმის ნაწყვეტში, სადაც ბრიუსი მხოლოდ სამი თვის იყო. ჰონგ-კონგში მან ითამაშა პირველი ნამდვილი როლი ფილმში „ბიჭუნას ჩამოყალიბება“. რვა წლის ასაკში გადაიღეს მეორე ფილმში, რის შედეგადაც მას „ლი სიუ ლუნგი“ („პატარა დრაკონი“) შეარქვეს. მოგვიანებით ამ სახელით გახდა ცნობილი ჰონგ-კონგსა და მთელ ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში. ჩვიდმეტ წლამდე მან მონაწილეობა მიიღო ოცზე მეტ ფილმში. „ობოლი“ ასე ეწოდა ბოლო ფილმს, სადაც მან მოზარდის როლი ითამაშა. მასში ასახულია ჰონგ-კონგის მცირეწლოვან დამნაშავეთა ცხოვრება.

ბრიუს ლის საყვარელ საქმიანობად სკოლის გარეთ იქცა მუშტი-კრივი ინგლისური ოჯახების ბიჭუნებთან. ქუჩაში ბრიუსმა დიდი გაკვეთილები გაიარა, იქ არ არსებობდა არავითარი წესები, ყველა იბრძოდა გამარჯვებისათვის ნებისმიერი ხერხით. ეს იყო გაკვეთილები, რომლებიც მან გამოიყენა მთელი ცხოვრების მანძილზე და მათზე დაყრდნობით ბრძოლის საკუთარი ფილოსოფიაც ჩამოაყალიბა. ბრიუს ლიმ სერიოზული ვარჯიში დაიწყო 13 წლის ასაკში ვინ ჩუნის ცნობილ სკოლაში. ის ძალიან სერიოზულად მოეკიდა საქმეს, ყოველდღიურად თითქმის ხუთ საათს ვარჯიშობდა და სულ მალე პროგრესიც შესამჩნევი გახდა. ჰონგ-კონგში ბრიუსი გახდა „ბრიტანეთის სამეფოს კოლონიების ჩემპიონი ჩა-ჩა-ჩა-ში“. ამ ცეკვის 108 სხვადასხვა მოძრაობა მას აღნიშნული ჰქონდა თავის ბლოკნოტში, რომელსაც ხშირად თან ატარებდა.

ბრიუს ლი გემით გაემგზავრა სან-ფრანცისკოში. მოგზაურობა 18 დღეს გაგრძელდა. ამ დროის მანძილზე მას საშუალება მიეცა დაფიქრებულიყო, გაეანალიზებინა და შეეფასებინა საკუთარი თავი. მოგვიანებით სიეტლში გადავიდა, სადაც ჩააბარა ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში. ამ პერიოდში ბრიუსმა გაიცნო „ლინდა ემეირი“, რომელიც შეუყვარდა და შემდგომში ცოლად შეირთო. მათ შეეძინათ ვაჟიშვილი ბრენდონი, მოგვიანებით კი ეყოლათ ქალიშვილი შენონი.

მსახიობი არაერთ ფილმში გადაიღეს, ფილმი „სიკვდილთან თამაში“ ბრიუს ლის დაუმთავრებელი დარჩა. მან მოასწრო თავისი მონაწილეობით თითქმის ერთსაათიანი ფირის გადაღება. ბრიუს ლის სიკვდილის შემდეგ გადაღებული ფირი თითქმის ექვს წელიწადს ხელუხლებლად ინახებოდა. ყველაზე ნავარჯიშევი ადამიანი მსოფლიოში 32 წლის ასაკში დაიღუპა. მეორე დილით ჰონგ-კონგის ქუჩებში გამოფენილი თითქმის ყველა გაზეთის პირველ გვერდზე იკითხებოდა შემაძრწუნებელი სათაურები: „ბრიუს ლი მკვდარია“. მის უამრავ თაყვანისმცემელს არ სჯეროდა და არც სურდა მომხდარი ამბის დაჯერება. ხალხი ამას უბრალოდ ფილმ „სიკვდილთან თამაშს“ რეკლამად მიიჩნევდა.