დევიდ ბოუი ახალ ალბომს გამოუშვებს

დევიდ ბოუი ახალ ალბომს გამოუშვებსლეგენდარული ინგლისელი მომღერალი და კომპოზიტორი დევით ბოუი ახალ ალბომს გამოუშვებს, რომელიც ოთხი ვარიანტით იქნება წარმოდგენილი – ციფრული ვერსია, ვინილი და სიდი, სიდი კი ორი ან სამი იქნება.

“ზი ბესტ” ასე ჰქვია ახალ კრებულს, რომელშიც ახალ მუსიკალურ კომპოზიციებთან ერთად ცნობილი ჰიტებიც შევა. ერთ-ერთი ახალი მუსიკალური კომპოზიცია მომღერალმა ჯაზის მუსიკოსებთან ერთად ჩაწერა.

ახალი ალბომი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის მომღერლის შემოქმედებითი მოღვაწეობის 50 წლის იუბილეს ეძღვნება.