25 ნოემბერი, 2014

დავით საყვარელიძე თეატრალიზებულ კითხვას მოაწყობს

19სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი დავით საყვარელიძე თეატრალიზებულ კითხვას მოაწყობს.

რეჟისორის არჩევანი დრამატურგ ლაშა ბუღაძის პიესაზე “ლისისტრატეები” შეჩერდა, რომელიც მან ქალთა წინააღმდეგ ძალადობის თემას მიუძღვნა.

პიესის თეატრალიზებული კითხვა 26 ნოემბერს კინომსახიობთა თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია გაეროს ქალთა ორგანიზაცია და პროგრამა “გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში.”