დათო გომართელი ქუთაისში იმღერებს

4დათო გომართელი გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ქუთაისში ხვდება და ქუთათურებს ამ დღესასწაულს საგანგებო კონცერტით ულოცავს.

23 ნოემბერს მომღერალი თავის ერთგულ გულშემატკივარს ქუთაისის თეატრში შეკრიბავს და მეგობრებთან ერთად უმღერებს. საკონცერტო პროგრამაშია როგორც ცნობილი ჰიტები, ასევე ახალი სიმღერები, რომელიც მსმენელს განსაკუთრებულად უყვარს.

სადღესასწაულო კონცერტს მომღერალმა “დათო გომართელი მეგობრებთან” დაარქვა და მასში მონაწილეობას მიიღებს ანსამბლი “შვიდკაცა”.