პიანისტი დათო ევგენიძე სოლოკონცერტისთვის ემზადება, თუმცა მანამდე გიორგობის დღესასწაულზე მისი ახალი ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართება.
“საქართველოს ფოსტა” – ასე ეწოდება კრებულს, რომელშიც ახალი ლექსებია გაერთიანებული და მათგან ერთ-ერთი ირაკლი ჩარკვიანსაც ეძღვნება.
დათო ევგენიძის “საქართველოს ფოსტა” გამომცემლობა “სიესტას” მიერ არის გამოცემული და ის ნომინანტია წლევანდელ “საბაზე” ნომინაციაში საუკეთესო პოეტური კრებული.