როგორც ბრიტანული გამოცემა “დეილი მეილი” იუწყება, უკვე ოფიციალურად დადასტურებულია, რომ მსოფლიოში ცნობილი მხატვარი ვან გოგი მოკლეს. ასე რომ, ვან გოგის ბიოგრაფების სტივენ ნაიფეჰისა და გრიგორ უიათ სმითის ვერსია, რომელიც გულისხმობს, რომ მხატვარს თავი არ მოუკლავს, კიდევ ერთხელ დადასტურდა.
ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული ჭრილობების მსოფლიოში ცნობილმა ექსპერტმა ვინსენტ დე მაიომ მხატვრის სიკვდილის შესახებ საკუთარი კვლევის დასკვნა წარმოადგინა. ის ამტკიცებს, რომ ვან გოგს ესროლეს.
ამ დრომდე ისტორიკოსების უმრავლესობა ამტკიცებდა, რომ ვან გოგმა, რომელსაც ფსიქიკური აშლიშლობა აწუხებდა, თავი მოიკლა. თუმცა, 2011 წელს ამერიკელმა ხელოვნებათმცოდნეებმა ეს ვერსია საეჭვოდ მიიჩნიეს ჯერ ერთი იმის გამო, რომ თვითმკვლელები მუცელში არ ისვრიან და მეორეც, აქამდე ვერ იქნა აღმოჩენილი მკვლელობის იარაღი.
ბიოგრაფების ვერსიით, ვან გოგს შემთხვევით ესროლა ადგილობრივმა მოზარდმა. ბიჭები მხატვართან მისი იარაღით ხშირად თამაშობდნენ ხოლმე.