22 ნოემბერი, 2014

ბუბა კიკაბიძე ოქროს ქორწილისთვის ემზადება

5მომღერალი და მსახიობი ბუბა კიკაბიძე ოქროს ქორწილისთვის ემზადება. მომავალ წელს მას და მის მეუღლეს ირინა ქებაძეს ქორწინებიდან 50 წელი უსრულდებათ.

ბუბა კიკაბიძე და ირინა ქებაძე 1965 წელს დაქორწინდნენ. ხელოვანის რჩეული წარსულში თბილისის საბალეტო დასის პრიმა ბალერინა იყო. წყვილს ორი შვილი ჰყავს, მარინა საღარაძე, რომელიც ირინა ქებაძეს მსახიობ გურამ საღარაძისგან ჰყავს და კონსტანტინე, პროფესიით მხატვარი, რომელიც ახლა ტორონტოში ცხოვრობს.

ბუბა კიკაბიძის და ირინა ქებაძის ოჯახში შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები დღესასწაულებზე იკრიბებიან. როგორც მომღერალი ამბობს, ცხოვრებაში მთავარი სიყვარულია:

“მომავალ წელს ქორწინების 50 წელი გვისრულდება. ალბათ ჩემს მეუღლეს ერთ ყვავილს მივუტან. ყურადღება ოჯახში უმთავრესია. მთავარი საიდუმლო 50 წლიანი თანაცხოვრების ის არის, რომ ერთმანეთს ცხოვრება არ გავუფუჭეთ. ყველაფერი ხდება, ვიღაცას ვიღაცა უყვარდება, მაგრამ ამ დროს მამაკაცურად უნდა მოიქცე, ადამიანი შენს გამო არ უნდა იტანჯებოდეს.”