26 ნოემბერი, 2014

ბობ დილანმა კონცერტი ერთ მსმენელს ჩაუტარა

17th Annual Critics' Choice Movie Awards - Showფილადელფიის მუსიკალურ აკადემიაში ბობ დილანმა კონცერტი გამართა, რომელსაც ერთი ადამიანი დაესწრო. ბედნიერი მსმენელი აღმოჩნდა ფრედრიკ ვიკინგსონი.

ბობ დილანის ეს გამოსვლა შედგა შვედური კინოპროექტის “ექსპერიმენტი მარტოობაში” ფარგლებში. პროექტის მიზანი იმაშია, რომ ამ კონცერტზე ერთი ადამიანის გრძნობები მაქსიმალურად გახსნილად წარმოჩინდეს, რაც შეუძლებელია ხალხმრავალი კონცერტის დროს.