30 ნოემბერი, 2014

ბეტ ჰარტი თბილისშია

2როკ ბლუზის შემსრულებელი ბეთ ჰარტი თბილისშია. მომღერალი თბილისში გუშინ ჩამოვიდა. დედაქალაქის აეროპორტში მას კონცერტის ორგანიზატორები და გულშემატკივრები დახვდნენ. ბეტ ჰარტი დღეს კონცერტს თბილისის ივენთ ჰოლში გამართავს.

მომღერალი თბილისში ალტერვიჟენ ჯგუფის ინიციატივით ჩამოვიდა. მიუხედავად ბილეთების არც ისე დაბალი ფასისა, ის ელვის სისწრაფით გაიყიდა და ბევრი მსურველი კონცერტს მიღმა დარჩა.

ბილეთის ფასი 40 ლარიდან იწყებოდა და 150 ლარს აღწევდა. 150 ლარიანი ბილეთის მფლობელი კონცერტის შემდეგ, შერატონ მეტეხი პალასში გამართულ სპეციალურ წვეულებაზეც მოხვდება, სადაც მთავარი სტუმარი ბეტ ჰარტი იქნება.