ბერას ახალი კლიპი აქვს

1ამერიკაში კარიერის ასაწყობად წასული ბერა ხმის ჩამწერ სტუდიაში აქტიურად მუშაობს და თავის ერთგულ მსმენელს ახალ-ახალ კომპოზიციებს უგროვებს.

ერთ-ერთ მათგანზე მუშაობა უკვე დასრულებულია და მას “Calypso Lover” ეწოდება. ბერამ ახალ სიმღერაზე კლიპიც გადაიღო და ინტერნეტშიც გაავრცელა:

“უღრმესი მადლობა ჩვენს დირექტორს, ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამის შექმნაში. ეს მხოლოდ დასაწყისია!”

როგორც მომღერალი აცხადებს, მისი მომავალი მთლიანად სიმღერას უკავშირდება, ამიტომაც ის ამერიკაში დარჩენას დიდი ხნით აპირებს.