18 ნოემბერი, 2014

“ბალანჩინი და მისი დაკარგული მუზა” ქართულად ითარგმნა

15ელიზაბეთ კენდელის წიგნი “ბალანჩინი და მისი დაკარგული მუზა” ქართულად ითარგმნა. მისი პრეზენტაცია 20 ნოემბერს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში ბალანჩინის სახელობის დარბაზშია დაგეგმილი.

წიგნი XX საუკუნის ამერიკელი, წარმოშობით ქართველი ქორეოგრაფის, ჯორჯ ბალანჩინის დაბადებიდან 110 წლის აღსანიშნავად ხათუნა ბასილაშვილმა თარგმნა. ეს არის პირველი ქართული გამოცემა ბალანჩინის ცხოვრებისა და შემოქმედებითი გზის შესახებ. წიგნი ქართველი მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება, რადგან მასში ვრცლადაა მოთხრობილი ჯორჯ ბალანჩინის ოჯახის ისტორია.

წიგნის ავტორია ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი, ბალეტის კრიტიკოსი ელიზაბეტ კენდელი. იგი იყენებს ბალანჩინის თანამედროვეთა მემუარებს და იმდროინდელ პუბლიკაციებს. ასევე, რუსეთის, ფინეთის, ამერიკისა და საქართველოს არქივებში ჩატარებული კვლევის შედეგად მოპოვებულ მასალას.

წიგნი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში და გამოიცა თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გამომცემლობა “დიოგენეს” მიერ.