“არტისტერიუმი” დაიხურა

12-1თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში „არტისტერიუმი 7/2014“ დაიხურა. „არტისტერიუმი“ 2008 წლიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ყოველწლიურად ტარდება.

წლევანდელი არტისტერიუმის თემად შეირჩა სლოგანი „ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს!“. ეს ფრაზა აღებულია 1995 წლის ამერიკული ფილმიდან „აპოლო 13“, რომელიც რეალურ ისტორიაზეა აგებული და მთვარეზე დაჯდომის მცდელობისას ერთ-ერთი მისიის დროს განვითარებულ მოვლენებს ეხება.

წლევანდელ “არტისტერიუმში” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 105-მა მხატვარმა მიიღო მონაწილეობა.