28 ნოემბერი, 2014

ანჯელინა ჯოლიმ პოლიტიკოსობა გადაწყვიტა

3ჰოლივუდის ვარსკვლავმა ანჯელინა ჯოლიმ პოლიტიკოსობა გადაწყვიტა. როგორც ჩანს, ამერიკელ ხელოვანებში პოლიტიკა აქტუალურია. პამელა ანდერსონის შემდეგ, პოლიტიკაში წასვლა უკვე ჯოლიმაც დააანონსა.

მსახიობმა ამ თემაზე “აითივი ნიუსთან” ინტერვიუს დროს ისაუბრა და განაცხადა, რომ მსახიობობა მისთვის უკვე აღარ არის საინტერესო და ახლა სოციალური სფერო და პოლიტიკა აინტერესებს:

“გადავწყვიტე პოლიტიკურ კარიერაზე დავიწყო ზრუნვა. როცა ვგრძნობ, რომ რეალურად შემიძლია ამა თუ იმ ადგილას მთავარი როლი ვითამაშო, იქ აუცილებლად მივდივარ. როცა გაეროსთან დავიწყე თანამშრომლობა, უფრო მძაფრად მივხვდი, რომ იქ ვიყავი საჭირო. კინოში ჩემი თავი ამოვწურე, ახლა პოლიტიკაში მივდივარ.”