24 ნოემბერი, 2014

ანჯელინა ჯოლი კინოკარიერას ასრულებს

9ოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი კინოკარიერას ასრულებს. ამის შესახებ ხმები საკმაოდ დიდხანს დადიოდა, მაგრამ ყველაფერს წერტილი საბოლოოდ თავად მსახიობმა დაუსვა, როცა ამის შესახებ ჯოლიმ პირადად განაცხადა. მსახიობმა ისიც აღიარა, რომ ბოლო დროს კამერის უკან დგომა უფრო მეტ სიამოვნებას ანიჭებს, ვიდრე ფილმებში თამაში:

“კადრში ყოფნისას თავი კომფორტულად არასდროს მიგრძვნია და არასდროს მიყვარდა გადაღებები. თავიდან მეგონა, რომ საჩემო არც რეჟისორის სავარძელი იყო, მაგრამ ახლა ასე არ ვფიქრობ.”

მსახიობს გადაწყვეტილი აქვს თავისი სამსახიობო კარიერა ეფექტურად დაასრულოს. მისი ბოლო ნამუშევარი კინოში ეგვიპტის დედოფლის კლეოპატრას როლი იქნება, თუმცა მანამდე ეკრანებზა მისი მონაწილეობით ორი ფილმი გამოვა: მძაფრსიუჟეტიანი ფილმის “სოლტის” გაგრძელება და “ზღვასთან”. ამ ფილმის რეჟისორი თავად ანჯელინა ჯოლია, ის სურათში მთავარ როლსაც თამაშობს, მისი პატნიორი კი მეუღლე ბრედ პიტია.