29 ნოემბერი, 2014

ალ პაჩინო კრიმინალი გახდა

575757575მსახიობი ალ პაჩინო კრიმინალი გახდა. ამისკენ ხელოვანს ახალმა ფილმმა უბიძგა, რომლის რეჟისორიც ბრაიან დე პალმაა.

ახალი ფილმი ალ პაჩინოს მონაწილეობით კრიმინალური დრამაა და მას “შურისძიება” ეწოდება. ფილმში გამოკვეთილია ორი მთავარი გმირი, პოლიციელი და ქილერი. მათ ერთად უწევთ მუშაობა და დამნაშავეთა დაჯგუფების შეჩერება, რომელიც საბავშვო პორნოგრაფიის გავრცელებით არის დაკავებული. ვის როლი განასახიერებს ალ პაჩინო, ჯერჯერობით უცნობია.