29 ნოემბერი, 2014

აკე და ანა “ბრავოს” ფინალში გადავიდნენ

20მუსიკალურმა შოუმ “ბრავო” თავისი ბოლო მერვე ფინალისტები გამოავლინა. მაყურებლის გადაწყვეტილებით, აკე და ანა სუპერფინალისტები გახდნენ. მათ მარიკო ლეჟავას დამარცხება მოახერხეს.

აკეს და ანას ლობისტები ძმები ანატოლი და ვლადიმერ ბოისები იყვნენ, მარიკო ლეჟავას ლობისტები კი სალომე ღვინიაშვილი და ზურა ხიზანიშვილი. ლობისტებისა და მომღერლების შეჯიბრი საბოლოოდ აკეს და ანას გამარჯვებით დასრულდა. შოუ ნელ-ნელა ფინალს უახლოვდება, მას უკვე ჰყავს რვა ფინალისტი და მათი ლობისტები, ამიტომ მომავალი პარასკევიდან “ბრავო” ახალ ეტაპზე გადავა.