24 ნოემბერი, 2014

აჩიკო მეფარიძეს პრობლემები აქვს

15მომღერალ აჩიკო მეფარიძეს პრობლემები აქვს და ის დაკავშირებულია მის გრანდიოზულ კონცერტთან, რომელსაც მომღერალი გაზაფხულზე ჩაატარებს.

როგორც აჩიკო ამბობს, კონცერტზე მეგობრებთან ერთად წარსდგება მონატრებული მსმენელის წინაშე, თუმცა არის მთელი რიგი პრობლემები:

“გაზაფხულზე ვაპირებ დიდი კონცერტის ჩატარებას. რაღაც თანხები ნაშოვნი მაქვს ჩემი მეგობრებისგან, ეს არ არის პატარა თანხები, რა თქმა უნდა, ვთხოვ კულტურის სამინისიტროს დახმარებას იმ სახით, რომ იყოს ფილარმონიის დარბაზის ქირაობა შეღავანიან ფასებში. ყველამ ვიცით, რომ ეს დაკავშირებულია კულტურის სამინისტროსთან. ხომ შეიძლება ან მინიმალური თანხა ღირდეს და არ იყოს კატასტროფული მისი ქირაობა, ბილეთებიდან რაც შემოსავალია, ნახევარი იქ უნდა დატოვო და ეგრე არაფერი გამოვა. ვამბობ, რომ არც ერთ კაპიკს არ ავიღებ კონცერტიდან, რაც შემოვა, გადავრიცხავ იმ ფონდში, რომელშიც გინდათ.”