26 ნოემბერი, 2014

“ცეკვავენ ვარსკვლავები” არავის დაატოვებინეს

1“ცეკვავენ ვარსკვლავების” მეხუთე სეზონის მეექვსე საკონკურსო ტური მასში მონაწილე ყველა ვარსკვლავისთვის წარმატებული აღმოჩნდა. პროექტის ჟიურის წევრებმა ვეტო გამოიყენეს და აუთსაიდერები კვლავ პროექტში დატოვეს.

ამ ტურში მაყურებლის გადაწყვეტილებით, აუთსაიდერებად დასახელდნენ ვიქტორია პლეშაკოვა და რამაზ ლაზარიშვილი და ზურა მანჯავიძე და მზია ორველაშვილი, თუმცა გოჩა ჩერტკოევის განცხადებამ, ორივე კონკურსანტი პროექტში დატოვა.

როგორც ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა განმარტა, ნუცა ბუზალაძემ ტრავმის გამო პროექტი დატოვა, ამიტომაც ამ საკონკურსო ტურში ეს დანაკლისი იმით შეივსო, რომ ორივე აუთსაიდერი მომავალ სამშაბათს თავისი ერთგული მაყურებლისთვის ისევ იცეკვებს.