21 ნოემბერი, 2014

“შემთხვევითი პაემნები” დააჯილდოვეს

2ლევან კოღუაშვილის ფილმი “შემთხვევითი პაემნები” დააჯილდოვეს. ფილმმა პრიზი მიიღო მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალზე “ლისტაპად”, სადაც ჟიურის სპეციალური პრიზი “ადამიანებისადმი სიყვარულისა და უნიკალური იუმორისათვის” მიენიჭა.

“სცენარი თვითონ დავწერე, ჩემი ყოფილი პედაგოგის, ბორის ფრუმინის მიერ მოთხრობილი ისტორიის მიხედვით. ის რუსი ემიგრანტია, რომელიც დიდი ხანია ამერიკაში ცხოვრობს და კინორეჟისორობას ასწავლის ნიუ-იორკის უნივერსიტეტში. მათ შორის, მეც მასწავლიდა. სწორედ მან მიამბო, როგორ ურჩევდა დედა, ცოლი მოეყვანა და რა სასაცილო გაგრძელება მოჰყვა ამ ისტორიას. მომეჩვენა, რომ ეს ჩვენი საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო თემაა, რადგან ზრდასრული მამაკაცები ხშირად ისევ მშობლებთან ცხოვრობენ, მათ კისერზე არიან ჩამოკიდებულები და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ. პრინციპში, ეს არის სევდანი კომედია, რომელშიც უფრო მსუბუქი ნოტები სჭარბობს, ვიდრე დრამატული,” – ამბობს კინორეჟისორი.

ლევან კოღუაშვილის ფილმმა “შემთხვევითი პაემნები” არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე აიღო პრიზი. მისი ჯილდოების ჩამონათვალს მინსკის კინოფესტივალის ჯილდოც შეემატა.