23 ნოემბერი, 2014

ნუცა ბუზალაძემ “ცეკვავენ ვარსკვლავები” დატოვა

2მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ “ცეკვავენ ვარსკვლავები” დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა პროდიუსერმა კახი მამულაშვილმა იგივე მამულიჩამ გაავრცელა:

“ეჰ, ესეთებიც ხდება სამწუხაროდ, მაგრამ ამით ცხოვრება არ მთავრდება ჩემო გოგო… სამწუხაროდ, პროექსტს ვტოვებთ, ნუცას წინააღმდეგობის მიუხედავად, ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა. ტრამვა რთულია ძალიან.”

ნუცა ბუზალაძემ ფეხის ტრამვა რეპეტიციის დროს მიიღო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და ფეხი თაბაშირში ჩაუსვეს. მიუხედავად იმისა, რომ ნუცას პროექტში მონაწილეობის გაგრძელება სურდა, ეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პრაქტიკულად შეუძლბელია.