22 ნოემბერი, 2014

ნიკა კიკნაძე “ბრავოს” ფინალისტია

2მომღერალი ნიკა კიკნაძე, რომელიც მსმენელმა “იქს ფაქტორიდან” გაიცნო “ბრავოს” მეშვიდე ფინალისტი გახდა. მუსიკალურ შოუში ერთმანეთს ნიკა კიკნაძე და ზურა ბალანჩივაძე, იგივე ზურიუსი დაუპირისპირდნენ. ნიკა კიკნაძის ლობისტი მაია ასათიანი იყო, ზურა ბალანჩივაძის ლობისტი ზალიკო ბერგერი.

მაყურებლის გადაწყვეტილებით, ხმათა 67 პროცენტი მიიღო ნიკა კიკნაძემ და ის “ბრავოს” ფინალისტი გახდა. ის გახდა თიბისი ბანკის აპლიკაციის გამარჯვებულიც და საჩუქრად აიპედი მიიღო.