20 ნოემბერი, 2014

თამარ გვერდწითელმა კიევში სიმღერაზე უარი თქვა

3ქართველმა მომღერალმა თამარ გვერდწითელმა, რომელიც რუსეთის სახალხო არტისტია, უარი განაცხადა კიევში კომპოზიტორის და პოეტის ევგენი რიბჩინსკის შემოქმედების საღამოში მონაწილეობაზე.

ინფორმაცია ამის შესახებ თავად ევგენი რიბჩინსკიმ პრესკონფერენციაზე გაავრცელა:

“ის მომღერლები, რომლებიც ჯერ კიდევ ერთი თვის წინ თანახმა იყვნენ ჩემს შემოქმედებით საღამოში მიეღოთ მონაწილეობა, რუსეთის მხრიდან მათთვის სანქციების დაწესების შიშით ახლა უარს ამბობენ, რადგან თუკი უკრაინაში ჩამოვლენ, მაშინ რუსეთში ვეღარ დაბრუნდებიან და სამუშაოს გარეშე დარჩებიან.”

სამაგიეროდ, თამარ გვერდწითელი სიამოვნების იღებს მონაწილეობას პირველ დეკემბერს ტვერის აკადემიურ თეატრში დაგეგმილ კონცერტ-მეჯლისში “ვარსკვლავი ვარსკვლავს ესაუბრება”, რომელიც რუსი პოეტის მიხეილ ლერმონტოვის 200 წლის იუბილეს მიეძღვნება.