24 ნოემბერი, 2014

გოას კინოფესტივალი “პრეზიდენტმა” გახსნა

3ინდოეთის ყველაზე პრესტიჟული გოას 45-ე კინოფესტივალი მოჰსენ მაჰმალბაფის ფილმით “პრეზიდენტი” გაიხსნა.

“პრეზიდენტი” ქართულ-ფრანგულ-გერმანულ-ბრიტანულ კოპროდუქციაა და წარმოებულია საქართველოში ქართველი მსახიობების მონაწილეობით. ფილმი ჩამოგდებული დიქტატორის და მისი 5 წლის შვილიშვილის ამბავს ასახავს: გადატრიალების შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი შვილიშვილთან ერთად გაქცევას ცდილობს და შენიღბვის მიზნით ქუჩებში სხვადასხვა ფორმაში გადაცმული დადის. ყოფილ დიქტატორს საკუთარ მოსახლეობასთან პირადად უწევს კონტაქტში შესვლა და სრულიად ახლებურად ხედავს რეალობას. ის ყოფილ პოლიტპატიმრებსაც ხვდება, რომლებიც მისი რეჟიმის დროს ისხდნენ ციხეში. ფილმში დიქტატორის როლს ქართველი მსახიობი, მიშა გომიაშვილი თამაშობს, მისი შვილიშვილის როლს კი დაჩი ორველაშვილი ასრულებს.

ფილმმა უკვე მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალში და წარმატება და აღიარებაც მოიპოვა.