25 ნოემბერი, 2014

ბინა 18 ბრუნდება

bina1829 ნოემბერიდან ტელეკომპანია “ჯიდიეს”-ზე გადაცემა “ბინა 18” ბრუნდება. მეორე სეზონის პირველი გადაცემის სტუმრები პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი და მომღერალი ნინი ბადურაშვილია.

გადაცემის შემოქმედებითი გუნდი უცვლელია. წამყვანები ლევან გოგორელიანი იგივე ფაქო და თემო მჟავია არიან. თემომ წინა სეზონის წამყვანი კოტიკო თოლორაია ჩაანაცვლა. პროექტის მუსიკალური თანაწამყვანი კი ნინი გოგიჩაიშვილია.

მეორე სეზონის პირველივე გადაცემაში შედგება კლიპის პრემიერა, რომელშიც მონაწილეობას ანა მარგველაშვილიც იღებს.