21 ნოემბერი, 2014

ბეტ ჰარტი თბილისში ჩამოდის

Beth Hart30 ნოემბერს როკ ბლუზის შემსრულებელი ბეტ ჰარტი თბილისში კონცერტს გამართავს. მომღერალი საქართველოში ალტერვიჟენ ჯგუფის ინიციატივით ჩამოვა და “თბილისი ივენთ ჰოლში” შეკრებილი მსმენელისთვის იმღერებს.

ბეტ ჰარტის კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 40 ლარიდან იწყება და 150 ლარამდე ადის. კონცერტის შემდეგ დაგეგმილია სპეციალური ღონისძიება “შერატონ მეტეხი პალასში”, სადაც დასწრება მხოლოდ 150 ლარიანი ბილეთის მქონე ადამიანებს შეეძლებათ. ამ ღონისძიების მთავარი სტუმარიც ბეტ ჰარტი იქნება.