18 ნოემბერი, 2014

ანსამბლი „ბასიანი“ ლიტვაშია

7საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ლიტვური ორგანიზაციის “რექსუს ივენთსის” მიწვევით, ანსამბლი ,,ბასიანი” ლიტვაში  ორ კონცერტს გამართავს.

„ბასიანი“ 2000 წელს, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჩამოყალიბდა,  როგორც  საქართველოს საპატრიარქოს ფოლკლორული ანსამბლი.

მისი რეპერტუარი მოიცავს ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის  ნიმუშებს ხალხურ სიმღერებსა და საეკლესიო საგალობლებს. ეწევა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის გამოჩენილ ეთნომუსიკოლოგებთან.

2013 წლის ნოემბრიდან  ანსამბლი “ბასიანი” დაფუძნდა, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი და  საქართველოს სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი მიენიჭა.