კატეგორია: TV

ქართველების კიდევ ერთი ფურორი პოლონურ “ნიჭიერში”

ქართული ცეკვის ანსამბლი “დაისი” პოლონურ “ნიჭიერში” მონაწილეობს. შესარჩევ ტურში ქართველმა მოცეკვავეებმა ჟიურის წევრებისგან დიდი მოწონება და 3 კი დაიმსახურეს. ანსამბლის წევრების სცენაზე გამოჩენა კიდევ ერთი დღესასწაული აღმოჩნდა პოლონური “ნიჭიერისთვის”. მოცეკვავეებმა კომპოზიცია “ზეცა” შეასრულეს და ნამდვილი ფურორი მოახდინეს. მუსიკა ამ ნომრისთვის ბენდმა “მუცო” შექმნა, კოსტიუმების ავტორი კი “ფაფანაკია”. პოლონური “ნიჭიერის” ჟიურის და მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ანსამბლ […]

“ვასახელოთ საქართველო!”

მოცეკვავე თეონა წიწაკიშვილი მონაწილეობას იღებს რუსულ შოუში ”ТАНЦЫ”, სადაც ქართველი კონკურსანტი უკვე საუკეთესოთა ოცეულშია შესული. თეონას გამარჯვებისთვის საქართველოდან მხარდაჭერა სჭირდება. თეონა წიწაკიშვილი: “11 ნოემბრიდან ვასახელოთ საქართველო! მეგობრებო ეს გახლავთ აპლიკაციები რომელიც დაგვჭირდება რომ ხმა მივცეთ თეონა წიწაკიშვილს ლაივებზე (უფასოდ). ჯერ ვიწერთ TNT-ს და შემდეგ ავტომატურად მოგვთხოვს მეორე აპლიკაციას, რომ დავარეგისტრიროთ ნომერი. ამას ერთხელ გავაკეთებთ. კვირაში […]

თეონა წიწაკიშვილი საუკეთესოთა შორისაა

ქართველი მოცეკვავე თეონა წიწაკიშვილი რუსულ მეგა შოუში “Танцы” წარმატებით მონაწილეობს და გამარჯვებისთვის ბრძოლას აგრძელებს. თეონა რუსეთის უკვე 20 საუკეთესო მოცეკვავეს შორის აგრძელებს ბრძოლას პირველობისათვის და მას მალე ჩვენი – საქართველოს მხარდაჭერა დასჭირდება… ხმის მიცემას ჩვენც შევძლებთ აპლიკაციით (უფასოდ)… სიახლეებს თეონა წიწაკიშვილის მხარდამჭერები უახლოეს დღეებში შეგვატყობინებენ.

ბერა პირველი არხის მიერ ჯიდიესის კუთვნილი აპარატურის ქირავნობას ეხმაურება

მომღერალი ბერა ივანიშვილი პირველი არხის მიერ ჯიდიესის კუთვნილი აპარატურის ქირავნობასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს ეხმაურება: “მოგესალმებით ყველას, ამ დღეებში გარკვეული აჟიოტაჟი მოჰყვა პირველი არხის მიერ ჯიდიესის კუთვნილი აპარატურის ქირავნობას და როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება, ცალკეულმა ადამიანებმა სცადეს ამ ფაქტით სპეკულირება. საქმის არსი გახლავთ ის, რომ მას შემდეგ რაც ჯიდიესი შეიძინა ტელეკომპანია იმედმა, ტექნიკის გარკვეული ნაწილი, რომელიც კინოგადაღებებისთვის […]

“ვანო ჯავახიშვილი ავად არის”

აცხადებს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და “ვანოს შოუს” წამყვანის ჯანმრთლობის მდგომარეობაზე საუბრობს: “ვანო ავად არის. ჩვენ მასთან შეთანხმებით და მისი თხოვნით ამ თემაზე არ ვსაუბრობდით. მას აქვს მძიმე ტვინის ტრავმული შერყევა. ამ თემაზე საუბარი არ გვინდოდა, მაგრამ გაუგებარი კონსპირაციები მოიქსოვა, ეგზიტპოლებთან კონტექსტში განსაკუთრებით… იმედი გვაქვს, რომ ვანო ჯავახიშვილი მინიმუმ მომავალ კვირას დაუბრუნდება […]

“ილუზიონი” ბრუნდება

პოპულარული გადაცემა “ილუზიონი”, რომელიც კინომცოდნე ოთარ სეფიაშვილმა დააარსა და მისი უცვლელი წამყვანი იყო, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეთერში ბრუნდება. განახლებული “ილუზიონი” კვლავ პირველი არხის ეთერში გავა. “ილუზიონის” სეანსებზე მაყურებელს საშუალება მიეცემა იხილოს ისეთი ფილმები, რომლებსაც მდიდარი კულტურული მნიშვნელობა და ისტორიული კონტექსტი გააჩნიათ, რომლებიც დიდწილად, გამოსვლის დროს, საბჭოთა კავშირის პერიოდში, ქართველი მაყურებლის მიღმა დარჩა და დღესაც მათზე […]

ქართველი მოცეკვავის წარმატება პოპულარულ რუსულ შოუში

მოცეკვავე თეონა წიწაკიშვილი ქართველმა მაყურებელმა პროექტით “შენ შეგიძლია ცეკვა” გაიცნო, თუმცა ამ შოუმდე მოცეკვავე სხვადასხვა პროექტებშიც მონაწილეობდა. მან პოპულარული რუსული შოუს “ТАНЦЫ” მეოთხე სეზონში მიიღო მონაწილეობა. ქართველმა კონკურსანტმა ჟიურის სამივე წევრისგან დიდი მოწონება დაიმსახურა და პროექტის საუკეთესო წევრთა შორისაც აღმოჩნდა. თეონა წიწაკიშვილი: “უკმაყოფილო ვარ! მარა იმ დღეს ვეღარ დავაბრუნებ უკან. სამაგიეროდ, მთავარია რა მოხდა მერე. […]

”ნიჭიერმა” არსებობის მანძილზე ყველაზე დაბალი რეიტინგი იმიტომ დაწერა…”

ტელეწამყვანი და “ნიჭიერის” ჟიურის ყოფილი წევრი ნანუკა ჟორჟოლიანი პროექტის დაბალი რეიტინგის მიზეზებზე საუბრობს: “ნიჭიერმა” არსებობის მანძილზე ყველაზე დაბალი რეიტინგი იმიტომ კი არ დაწერა, რომ სტაფში რამე შეიცვალა, რამე ვერ გააკეთეს, რამე დააკლეს. დაწერა იმიტომ, რომ ეს შოუ იყო რუსთავი2. ლოგო ამ არხის. მისი ორგანული ნაწილი. ამიტომ ძალიან დიდმა ნაწილმა უბრალოდ აღარ უყურა სხვა არხზე გადაცემას. […]

ნინო ნინიძის ფიასკო რუსულ “ვოისში”

მსახიობმა ნინო ნინიძემ რუსული “ვოისის” მეექვსე სეზონში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო და სრული ფიასკო განიცადა. ია ნინიძის შვილმა ჯგუფ IOWA-ს ცნობილი სიმღერა ”Одно и то же” (ერთი და იგივე) შეასრულა, მაგრამ ჟიურის ვერც ერთი წევრის შემობრუნება ვერ შეძლო და ბრმა მოსმენების შედეგად შერჩეულთა შორის ვერ მოხვდა.

“მინდა საზოგადოებას ვუთხრა”

გადაცემა “პროფილმა” მე-20 საიუბილეო სეზონი დაიწყო. გადაცემის წამყვანმა მაია ასათიანმა კიდევ ერთხელ ისაუბრა თავისი ცხოვრების მთავარ ტრაგედიაზე – შვილის გარდაცვალებაზე. თავისი სიტყვებით კი ბევრ ადამიანს უძლიერესი ქალი – მაია ასათიანი კიდევ ერთხელ დაანახვა: “ვიცი, რომ ეს ბევრ აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს, თუმცა მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ბოლო პერიოდში გაჩნდა თემა რატომ ვაგრძელებ ცხოვრებას. დასასვენებლად ვიყავით მე […]

გვერდი 3 - 3012345ბოლო »