კატეგორია: თეატრი

რობერტ სტურუას ბათუმში ელოდებიან

რობერტ სტურუას ბათუმში ელოდებიან

რეჟისორ რობერტ სტურუას ბათუმში ელოდებიან. 2 დეკემბერს რუსთაველის თეატრი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ საგანმანათლებო-სახელოვნებო პროექტს ,,სტურუას შექსპირის სამყარო“, ამიტომაც ბათუმი რეჟისორ რობერტ სტურუას მასპინძლობს. უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შედგება რობერტ სტურუას სპექტაკლის ,,ჰამლეტი“ ვიდეოჩვენება, გამოიფინება რუსთაველის თეატრის მუზეუმში დაცული ფოტო მასალა, რომლებიც რობერტ სტურუას შექსპირულ დადგმებს ასახავენ. ,,სტურუას შექსპირის სამყარო“ ახალგაზრდებისთვის უფრო მიმზიდველს […]

ოპერისა და ბალეტის თეატრში ახალი სამხატვრო აირჩიეს

ოპერისა და ბალეტის თეატრში ახალი სამხატვრო აირჩიეს

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სამხატვრო საბჭოს არჩევნები დასრულდა. ამ არჩევნებს თეატრის დასის წევრებმა ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული უწოდა თეატრის ისტორიაში. სამხატვრო საბჭოში 17 წევრია. ძველი სამხატვრო საბჭოს გადარჩევის საკითხი ამავე საბჭოს 10-მა წევრმა სამხატვრო საბჭოს მორიგ კრებაზე დააყენა. მათი თქმით, სამხატვრო საბჭოს ფუნქციები და მოვალეობები არ გააჩნდა და ვერც თავიანთ როლს ხედავდნენ […]

მოზარდმაყურებელთა თეატრი ზუგდიდში მიდის

მოზარდმაყურებელთა თეატრი ზუგდიდში მიდის

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი ზუგდიდში გასტროლზე მიდის. 30 ნოემბერს მოზარდმაყურებელთა თეატრის მიერ წარმოდგენილი იქნება ორი სპექტაკლი: “ხუთკუნჭულა” რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი და “ჩვენ გველის დიდება” რეჟისორი მანანა ბერიკაშვილი. დიმიტრი ხვთისიაშვილის “ხუთკუნჭულა” ამავე სახელწოდების ზღაპრის მიხედვით არის დადგმული. სპექტაკლის მხატვარი ნინო ჩიტაიშვილია, მუსიკალური გამფორმებელი ალექსანდრა ლორთქიფანიძე, ქორეოგრაფი ანანო სამსონაძე. სპექტაკლში მონაწილეობენ თამარ მამულაშვილი, დავით ხახიძე, მარიამ […]

კოტე ფურცელაძის “კარმენი” თურქეთში დააჯილდოვეს

კოტე ფურცელაძის "კარმენი" თურქეთში დააჯილდოვეს

ქორეოგრაფ კოტე ფურცელაძის სპექტაკლი “კარმენი” თურქეთის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე დააჯილდოვეს. ფესტივალი თურქეთის ქალაქ ანკარაში მიმდინარეობს და მასში სხვადასხვა ქვეყნის თეატრალური დასები იღებენ მონაწილეობას. “კარმენი” ქორეოგრაფიული დრამაა ერთ მოქმედებად. მასში გამოყენებულია ბიზე-შჩედრინის მუსიკა და პროსპერ მერიმეს ლიბრეტო. კოსტუმების მხატვარია ანანო მოსიძე, განათების მხატვარი ია ნადირაშვილი, ხმის რეჟისორი ემზარ ბეგიაშვილი. კარმენს ანა ალექსიშვილი ასახიერებს, ხოსეს ბაჩო ჩაჩიბაია, […]

გრიბოედოვის თეატრი საერთაშორისო პროექტში ჩაერთო

გრიბოედოვის თეატრი საერთაშორისო პროექტში ჩაერთო

გრიბოედოვის თეატრი საერთაშორისო პროექტში ჩაერთო. პირველ დეკემბერს გრიბოედოვის თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება სპექტაკლის „უფროსი ვაჟი“ რადიოჩაწერა. ამით თეატრი საერთაშორისო პროექტში ერთვება, რომელიც გულისხმობს რუსეთის ფარგლებს გარეთ მყოფი თეატრების ერთი სპექტაკლის ჩაწერას და შემდგომში მის ტრანსლაციას რადიოს ეთერით. პოექტს რუსეთის თეატრალურ მოყვაწეთა კავშირი ახორციელებს „რადიო როსსი“-სთან ერთობლივად. რადიოს ყოველდღიური აუდიტორია 80 მილიონ მსმენელს აღემატება და ის […]

კალიგულა ფოთის თეატრშია

კალიგულა ფოთის თეატრშია

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრი პრემიერისთვის ემზადება. 17 დეკემბერს თეატრში გაიმართება ახალი სპექტაკლის პრემიერა. პაატა ციკოლია და ოთო ქათამაძე აკეთებენ პიესას ალბერ კამიუს “კალიგულას” მოტივებზე. შემოქმედებით ჯგუფში გაერთიანებული არიან პაატა ციკოლია, ოთო ქათამაძე, ქეთი ნადიბაიძე, თენგიხ ნოზაძე, ნიარა ჭიჭინაძე, ლილი ბოდაველი, ნოდარ ბჟალავა, რამინ კილასონია, გიორგი სურმავა, მარიკა ბუკია, ნინო პაჭკორია, თამუნა ჭუბაბრია, გენო […]

ფესტივალი “ნიღაბი” იწყება

ფესტივალი "ნიღაბი" იწყება

2 დეკემბერს “მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაცია” მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ფესტივალს ,,ნიღაბი” მესამედ წარმოადგენს. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ სტუდენტური დასები საქართველოდან, უკრაინიდან, აზიიდან და თურქეთიდან. ფესტივალის გახსნას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დარბაზი უმასპინძლებს. ფესტივალის ხანგრძლივობაა 9 დღე და ის ყოველდღიურად სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩატარდება. ფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდება ტრადიციულად “თიბისი” გალერეაში. ფესტივალის წამყვანები […]

ფრანც კაფკა მარჯანიშვილის თეატრშია

ფრანც კაფკა მარჯანიშვილის თეატრშია

ფრანც კაფკას “პროცესი” მარჯანიშვილის თეატრშია. პრემიერა 26 ნოემბერს “სარდაფის” სცენაზე გაიმართება. ახალი სპექტაკლის რეჟისორი თემო კუპრავაა: “თქვენ, რა თქმა უნდა, სასამართლოზე ბევრად მეტი იცით, ვიდრე მე, მე მხოლოდ ის ვიცი, რაც საერთოდ სხვადსხვა ადამიანებისგან მსმენია, მაგრამ ერთ საკითხზე ყველა ერთი და იგივე აზრისაა, ზერელე, უსაფუძვლო ბრალდებას არავის უყენებენ და თუ სასამართლომ ვინმეს ბრალი დასდო, ეს […]

თბილისის აზერბაიჯანულ თეატრში პრემიერაა

თბილისის აზერბაიჯანულ თეატრში პრემიერაა

თბილისის აზერბაიჯანულ თეატრში პრემიერაა. თუმცა ეს თეატრი საკუთარ კედლებში მეათე თეატრალურ სეზონზეც ვერ უმასპინძლებს თავის მაყურებელს. თეატრმა, 10 წლის წინ 47 წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ განაახლა ფუნქციონირება, სადაც ითარგმნება და იდგმება აღმოსავლური, ქართული, რუსული, ევროპული დრამატურგიის პიესები სხვადასხვა რეჟისორების მიერ. ამჯერად თეატრში მსახიობი და რეჟისორი თურგაი ველიზადე ილიას ეფენდიევის პიესის მიხედვით დგამს სპექტაკლს “შენ ყოველთვის […]

მარჯანიშვილის სხვენში პრემიერაა

მარჯანიშვილის სხვენში პრემიერაა

22, 23 და 25 ნოემბერს მარჯანიშვილის თეატრის სხვენში პრემიერაა. რეჟისორი მამუკა ტყემალაძე წარმოადგენს რეზო ნაჭყებიან პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს “სახლი ღრუბლებში”, რმოელშიც ორი მსახიობი გია აბესალაშვილი და ვანო იანტბელიძე მონაწილეობენ. სპექტაკლში ასახულია ურთიერთობა მამასა და შვილის შორის, მძიმე დაავადებასთან შეგუებული ადამიანების ურთიერთობა, “თამაშში” აყოლა, სხვადასხვა მოგონილი თუ რეალური ისტორიებისა და სიტუაციების შექმნის ილუზია. რა მიაქვთ […]

გვერდი 56 - 57« პირველი5354555657